სოფელ ქოსოფელში შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი დაეგო

სოფელ ქოსოფელში შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი დაეგო

  • 2021-06-24 14:56:35

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელება დაიწყო.

ამჯერად, სოფელ ქოსოფელში შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი დაეგო.

აღნიშნული დასახლებისთვის საავტომობილო ხიდი გასულ წელს აშენდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის მოწესრიგება. შეგახსენებთ, რომ დუმბაძეების უბანი მანამდე ცენტრალურ გზას მხოლოდ ბაგირხიდით უკავშირდებოდა.

პროგრამა მოსახლეობის მონაწილეობით ხორციელდება!

ბიუჯეტი 750 000 ლარია!

მსგავსი პოსტები