დაბა წაღვერში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დაბა წაღვერში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-06-22 15:16:25

დაბა წაღვერში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაბის მასშტაბით 10 ჩიხში, 1 178 მეტრ მანძილზე ასფალტო-ბეტონისა და ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე გაეცნენ.

სამუშაოებს შპს "ბილტმორი" ასრულებს. დაბა წაღვერში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 531 883 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები