ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-06-18 15:17:19

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის 950 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოები ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ოთარ არბოლიშვილთან და მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან ერთად მოინახულა.

ჩითახევში გზის რეაბილიტაცია 510 428 ლარი დაჯდება. სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდება.

მსგავსი პოსტები