კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა ბათუმში

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა ბათუმში

  • 2020-10-15 15:20:25

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.

აჭარაში მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით შექმნილი მობილური ჯგუფის წევრები იმყოფებიან, რომლებიც რეგიონში პაციენტების მართვას უწევენ კოორდინაციას.

რეგიონში გასული 24 საათში განმავლობაში გამოჯანმრთელდა 154 კოვიდ დადებითი პაციენტი, სულ გამოჯანმრთელდა 4000-მდე პირი. აჭარაში დღეს დადასტურდა ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

რეგიონში მთავარი აქცენტი კეთდება საწოლ ფონდის მობილიზებაზე და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მსგავსი პოსტები