ეკატერინე ტიკარაძე ქედაში, ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო

ეკატერინე ტიკარაძე ქედაში, ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო

  • 2021-08-13 16:19:11

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ქედაში, ოჯახის ექიმებს შეხვდა და იმუნიზაციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

"Pfizer"-ის ვაქცინით აცრის მსურველთა მიმართვიანობა დღიურად საშუალოდ 100-120, ხოლო "Sinovac"- ითა და "Sinopharm"-ით ვაქცინირებულთა რაოდენობა 50-60 ადამიანს შეადგენს. მინისტრის განცხადებით, ისეთ მუნიციპალიტეტში, სადაც პოპულაცია 15 000-მდეა, ეს სტატისტიკა, დადებითად ფასდება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქედის საავადმყოფოს მენეჯმენტს ვაქცინაციის პროცესზე მოქალაქეთა წვდომის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში მინისტრმა მუნიციპალიტეტის მხრიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვაქცინაციის პროცესის გაცნობის შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა იმუნიზაციის პროცესში ოჯახის ექიმების როლზე ისაუბრა და აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი პოსტები