აჭარის ოპერატიული შტაბის სხდომას ლევან რატიანი და კლინიცისტების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ

აჭარის ოპერატიული შტაბის სხდომას ლევან რატიანი და კლინიცისტების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ

  • 2020-10-04 17:38:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

სხდომას შტაბის წევრებთან ერთად ესწრებოდა კლინიცისტების ჯგუფი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს აჭარაში კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების, როგორც ტექნიკური ბაზა, ისე პროფესიული რესურსი. დაგეგმილია აჭარაში კოვიდ-კლინიკების ნახვა და გამოცდილების გაცვლა.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა 370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 211 პირი, ჯამში აჭარაში კორონავირუსი 1500-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა.


🎬 იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები