სოფელ არაგვისპირში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ არაგვისპირში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-09-16 14:16:18

სოფელ არაგვისპირში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ეწყობა რეზერვუარები, საქლორატორო სისტემა, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, წყლის მიმღები სათავე ნაგებობა, ცენტრალური მაგისტრალი და სხვა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ ლარს აღემატება, სამუშაოებს კი შპს "ნდს მშენებლობა" ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ არაგვისპირში მუდმივად მცხოვრები 500-მდე ოჯახი სუფთა, სასმელად ვარგის წყალს მიიღებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური.

მსგავსი პოსტები