ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო

  • 2021-09-15 14:30:52

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ დასრულებული სპორტული მოედნები რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნები ქ. ამბროლაურში გამსახურდიას ქუჩაზე, სოფ. ხიმშსა და სოფ. ურავში გაკეთდა. სამუშაოები მიმდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო და 19 აგვისტოს დასრულდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 186 328 ლარი შეადგინა.

სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები