ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს

  • 2021-09-16 14:33:06

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

ამჟამად სოფელ გაღმა ლექსურაში გზის გამყოლი, ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შესრულებულია დაგეგმილი სამუშაოების 50%.

დამცავი კედლის სამუშაოებს შპს ,,ავტოგზა ლენტეხი’’ ახორციელებს, რომლის ღირებულებაა 141 855 ლარი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ დამცავი კედლის სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.

მსგავსი პოსტები