ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

  • 2021-10-26 12:14:08

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის ინფრასტრუქტურის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ცოტნე კაკულიასთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში იგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს.

ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები