ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

  • 2021-10-19 12:25:16

ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდი "ქართუ-მ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.

სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში.

სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.

შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.

მსგავსი პოსტები