სურამში დევნილთა საცხოვრებელ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სურამში დევნილთა საცხოვრებელ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  • 2021-10-26 13:11:03

სურამში დევნილთა საცხოვრებელ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დევნილთა სააგენტო სურამში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ შენობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად გააცნეს.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, მძიმე პირობებში, ავარიულ ობიექტში ცხოვრობდნენ. მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. რეაბილიტაციის პერიოდში სახელმწიფო დევნილებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები