ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-10-25 13:11:50

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხორციელდება გზის მოსწორება და პარალელურად, ასფალტის დაგება.

გარდა ასფალტის საფარის დაგებისა, პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის დამცავი კედლების–გაბიონებისა და სანიაღვრე არხების მილ–ხიდების მოწყობა.

სოფელ ნაბახტევში, ამ დრომდე, საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, რაც უამინდობის პერიოდში, გადაადგილებისას ქმნიდა განსაკუთრებულ პრობლემას.

პროექტის განხორციელების შედეგად მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

პროექტი, მთლიანად სოფელს მოიცავს, მოწყობილი გზით 900–ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

სამუშაოები, რომელთა ღირებულება 1184000 ლარს შეადგენს, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები