მანანა ნარიმანიძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

მანანა ნარიმანიძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

  • 2020-11-17 19:12:47

მცხეთა-მთიანეთში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის სახემწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე, მცხეთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს და ონლაინკლინიკის ხელმძღვანელს ქეთევან ლორიას გუბერნატორის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად შეხვდა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და იმ პაციენტებზე ისაუბრეს, რომლებსაც კოვიდინფექცია მსუბუქ ფორმებში აქვთ და მკურნალობას სახლის პირობებში, ოჯახის ექიმების მეთვალყურებოს ქვეშ გადიან.

დღესვე მანანა ნარიმანიძემ  ახალი საინფორმაციო პორტალის   http://ambulatoria.moh.gov.ge/, მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვებ-გვერდის ამოქმედება სამედიცინო მომსახურეობის ხარიხს კიდევ უფრო გაზრდის. 

მსგავსი პოსტები