ქობულეთის მერიაში სამუსაო შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მერიაში სამუსაო შეხვედრა გაიმართა

  • 2020-11-24 15:01:45

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მერმა სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ვადების მიხედვით დასრულება. აღნიშნულ პროექტებს შორისაა სანაპირო ზოლის რეაბილიტიციის გაგრძელება, ზღვის სანაპიროზე გადასავლელების მოწესრიგება, დაბა ჩაქვის ცენტრის რეაბილიტაცია და სხვა. მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს 2021 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და მზადდება ფინანსური დოკუმენტის საბოლოო სახე. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტად მოსახლეობაზე და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე მორგებული.

საუბარი შეეხო ახალ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც 2021 წლისთვის უნდა დაიგეგმოს.

გარდა აღნიშნულისა, აქტიურად ხორციელდება პანდემიის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონიძიებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაქსიმალურად არის დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ყველა წესი/რეგულაცია.

მსგავსი პოსტები