ბათუმში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება

ბათუმში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება

  • 2020-11-24 12:03:52

COVID-19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.
მოწმდება ღია და დახურული საჯარო სივრცეები.
ახალი რეგულაციის შესაბამისად, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დაჯარიმდა.
აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მონიტორინგიც.
ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 ათას 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 ათას 354-ჯერ - სამარშრუტო ტაქსი.
​ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები.

მსგავსი პოსტები