ამბროლაურის მერიაში მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

ამბროლაურის მერიაში მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს

  • 2020-11-24 17:07:25

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა.

საუბარი შეეხო კოვიდ-19 -ის მიმდინარეობას. ზვიად მხეიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა სიფრთხილე და შესაბამისი სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, რაც თავიდან აგვარიდებს ვირუსის მეტად გავრცელებას.

თათბირზე ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში გაზრდილი შემთხვევების გამო დროებით არ იფუნქციონირებს ყოველკვირეული ბაზარი და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს დამატებითი შეზღუდვებიც.

შეხვედრაზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე და აღნიშნეს, რომ პანდემიის მიუხედავად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

საუბარი შეეხო ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებსაც. სხვადასხვა კატეგორიის ოჯახების შეშით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს საჭირო პროცედურები.

თათბირზე ასევე განიხილეს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამების მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 800-მდე მოქალაქეს უკვე გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება.

მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები