16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება

  • 2020-11-25 10:29:51

25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება ძალადობის წინააღმდეგ გამართულ გლობალურ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, პირველ დეკემბერს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს სოფელ დიდაჭარაში უფლებადამცველთან ერთად დაგეგმილია საინფორმაციო ფლაერების დარიგება, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალისტთან სამართლებრივ თემებზე კონსულტაცია გაიარონ. 5 დეკემბერს მოხალისეთა საერთაშორისო დღეს ჩატარდება ვებინარი თემაზე: "შეწყვიტე ძალადობა ქალების და გოგონების მიმართ", 10 დეკემბერს კი, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს - კამპანიის შესახებ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება.

მსგავსი პოსტები