ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს უნაზღაურებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს უნაზღაურებს

  • 2020-11-25 21:09:48

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს უნაზღაურებს.

განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა შეღავათს ითვალისწინებს.

გარდა იმისა, რომ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები ფულადი ჯილდოთი საჩუქრდებიან, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურიც უნაზღაურდებათ.

პროგრამით, რომლის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს უფარავს, ამ ეტაპზე 8 ახალგაზრდა სარგებლობს.

მსგავსი პოსტები