სოციალური პროგრამები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

სოციალური პროგრამები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

  • 2020-11-25 16:20:56

ახლად შექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დახმარების პროგრამა ხორციელდება.

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ (150 001 -მდე სარეიტინგო ქულა) ახალდაქორწინებულ წყვილთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია ორივე მეუღლე რეგისტრირებული იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი სარგებლობდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით, გარდა ამისა, ქორწინება (მათ შორის, ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყება) უნდა შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.

აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ, ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.

მსგავსი პოსტები