აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

  • 2020-10-06 14:06:10

კორონავისრუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტში გრძელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსები.

მერიის მობილური ჯგუფები მოხალისეებთან ერთად, შესაბამისი ეკიპირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. ინტენსიურად მუშავდება ბანკებთან, სავაჭრო ობიექტებთან, აფთიაქებთან მისასვლელებ და ტროტუარებ. მერიის თანამშრომლები ასევე  საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებენ. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.

მსგავსი პოსტები