ჭიათურის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას უერთდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას უერთდება

  • 2020-11-25 20:30:42

ჭიათურის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას უერთდება და ინფომაციულ განცხადებას ავრცელებს. 

,,25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღააღმდეგ წამოწყებულ 16 დღიან კამპანიას ,რომელიც 25 ნოემბერიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ბოლო წლების განმავლობაში,საქრთველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად და პრევენციის მიზნით. მათ შორის,დაიხვეწა კანონმდებლობა,შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები.მიუხედავად ამისა,პრობლემა კვლავ აქტუალურია,რასაც უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია,საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ,რომ თვალის დახუჭვა,გულგრილობა დაუშვებელია,და რომ თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად", - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში. 

მსგავსი პოსტები