გენდერული ძალადობის წინააღმდეგ წყალტუბოს მუნიცპალიტეტში გასამართი ღონისძიებები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ წყალტუბოს მუნიცპალიტეტში გასამართი ღონისძიებები

  • 2020-11-25 18:08:56

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და მოსახლეობას გასამართი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდის. 

,,16 დღის განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტი გეგმავს როგორც ონლაინ შეხვედრების სერიას, ისე საინფორმაციო სოც. მედია აქტივობების განხორციელებას კერძოდ:​ საზოგადობისთვის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ არსებული კანონმდებლობისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფრომაციების მიწოდებას;

- მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ანგარიშის სამიზნე ჯგუფებისთვის წარდგენას და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოქვეყნებას;

- ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებთან ონლაინ შეხვედრების ორგანიზებას და მათთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის,ოჯახში ძალადობის ფენომენის, ასევე არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას;

- ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაში მონაწილეობას და სამომავლო გეგმებზე წინადადებების წარდგენას;

- ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალურ სერვისებზე მორგებული საინფორმაციო ინფოგრაფიკის მომზადებას;

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი

ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური

მექანიზმები. ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.  

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია, და რომ თითოეული ადამიანის

ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად",- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი პოსტები