კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში  მობილური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

  • 2020-09-25 19:14:50

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მობილური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლის წევრებიც

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ინტენსიურად ამუშავებენ ბანკებთან, სავაჭრო ობიექტებთან, აფთიაქებთან მისასვლელებსა და ტროტუარებს.
მერიის თანამშრომლები ასევე ახორციელებენ საჯარო სკოლებში სველი წერტილების მშენებლობის მონიტორინგს.
ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

მერიის მობილური ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმებენ რეკომენდაციების შესრულებას სკოლებსა და სხვა ობიექტებზე.

მსგავსი პოსტები