ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდში

ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდში

  • 2020-11-26 13:47:50

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 89 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში შინმოუსვლელთა მემორიალი ეწყობა, ხოლო ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერი მოეწყო.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა ხიდ-ბოგირები, მილ-ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები და მემორიალი, ასევე, მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

მიმდინარე წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 1 224 523 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი პოსტები