ონის კულტურის სახლს სარემონტო სამუშაოები უტარდება

ონის კულტურის სახლს სარემონტო სამუშაოები უტარდება

  • 2020-11-26 09:51:22

ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, გათბობის სისტემის მოწყობის, შენობის, იატაკისა და კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს .

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დაგი“ აწარმოებს. 

სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 101 865 ლარს შეადგენს.

გათვალისწინებული სამუშაოები 5 ნოემბრიდან - 56 (ორმოცდათექვსმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.

მსგავსი პოსტები