ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბა მესტიაში

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაბა მესტიაში

  • 2020-11-27 17:13:16

დაბა მესტიაში, აეროპორტის მიმდებარედ, რაშიბ ნაკანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინრეობს. მშენებლობის საპროექტო თანხაა 1 859 020 (მილიონ რვაას ორმოცდაცხრამეტი ათას ოცი) ლარი. აღნიშნული გზა პრაქტიკულად წარმოადგენს აეროპორტთან არსებული ასფალტის საფარიანი გზის გაგრძელებას.

პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა არსებული ღობეებს და მოხდა გზის სავალი ნაწილის გაფართოება. ამ ეტაპზე გზის გარკვეულ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს არმირებული რკინაბეტონის ფილებით გზის საფარის დაგება.

სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და მერის მოადგილემ ირაკლი ქურდიანმა.

გზის სარეაბილიტციო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT200012694) გამარჯვებული კომპანია შპს „თავადი-I“

მსგავსი პოსტები