ქუჩის სარეაბილიტაციო სამუსაოები ამროლაურში

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუსაოები ამროლაურში

  • 2020-11-27 18:37:29

ქ. ამბროლაურში, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ დაათვალიერეს.

პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.

ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები