სოფელ ალამბარში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სოფელ ალამბარში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება

  • 2020-12-01 16:43:28

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს სოფელში 3ჯგუფიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოწყობას, რომელიც 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.  .

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ეზოში დეკორატიული ფილების დაგება, ასევე საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერმა, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი პოსტები