ნარინჯისფერი რთველი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ნარინჯისფერი რთველი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-01 20:52:27

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნარინჯისფერი რთველი მიმდინარეობს.

მიმდინარე ციტრუსის სეზონზე, უკვე ექსპორტირებულია 4 445 ქონა სტანდარტული მანდარინი. ამ დროისთვის სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს.

ნარინჯისფერი რთველის ფარგლებში, სოფელ ალამბარში ციტრუსის კრეფის პროცესს აჭარის სოფლის მმეურნეობის მინისტრი, მუნიციპალიტეტის მერთან, სამინისტროს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სამინისტროს და მერიის წარმომადგენლებმა, დღესვე მოინახულეს სოფელ ქაქუთში, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სეზონზე 100 ტონამდე ნაყოფის მიღებას და ექსპორტს გეგმავს.

მსგავსი პოსტები