წყლის სისტემის მშენებლობა ხობის მუნიციპალიტეტში

წყლის სისტემის მშენებლობა ხობის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-01 11:30:30

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 8 მილიონ 875 ათას ლარს შეადგენს.
პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.

მსგავსი პოსტები