ფოთში ბენეფიციარებისთვის საკვების დარიგების პროცესი გრძელდება

ფოთში ბენეფიციარებისთვის საკვების დარიგების პროცესი გრძელდება

  • 2020-12-01 17:31:57

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. შეჩერდა შიდა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრი, კვლავ შინ მიტანის სერვისით ემსახურება ბენეფიციარებს.

პროგრამის 300 ბენეფიციარს, ყოველდღიურად შინ მიეწოდება კუთვნილი ულუფა, რომელიც ცენტრის დიეტოლოგის მიერ დადგენილი მენიუს შედეგად მზადდება.

საკვების დარიგების პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრნენ. მათ სოციალური მომსახურების ცენტრის სასადილო დაათვალიერეს და იქ არსებულ საჭიროებებს გაეცნენ.

მსგავსი პოსტები