რაჭაში ,,სიკეთის თვეები" იწყება

რაჭაში ,,სიკეთის თვეები" იწყება

  • 2020-12-01 22:08:06

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით რაჭაში ,,სიკეთის თვეები" იწყება.

აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ.

აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს, მაღაზიებს, აფთიაქებს და იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ წინასაახალწლო პერიოდი გაულამაზონ ყველაზე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ბავშვებს...

აქცია უფრო მეტად ეფექტური იქნება, თუ შევძლებთ და ყველა ჩვენგანი გავერთიანდებით.

მაღაზიებს და აფთიაქებს შეუძლიათ გამოყონ ადგილები, სადაც მსურველი მოქალაქეები შეძლებენ მოათავსონ ის ერთით მეტი პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც სხვისთვის შეიძინეს;

კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს სურვილის შემთხვევაში შეუძლათ თავად გაამზადონ რამდენიმე სასაჩუქრე პაკეტი (თუნდაც ერთი) და გაუგზავნონ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს;

დავეხმაროთ კოვიდ ვირუსის მქონე მარტოხელა პაციენტებს, რომელთაც არ აქვთ გარეთ გამოსვლის საშუალება და სახლთან მივუტანოთ მათთვის საჭირო ნივთები.

ახლა, როცა რეალობა ასეთი მძიმეა, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამხნევება, სიკეთის კეთება და გვერდში დგომა ეს აქცია ყველაზე შედეგიანი იქნება.

გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები!

მსგავსი პოსტები