ონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ბავშვებს პროდუქტი დაურიგდათ

ონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის ბავშვებს პროდუქტი დაურიგდათ

  • 2020-12-01 12:10:20

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის და სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებზე არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მეხუთე ეტაპი დასრულდა.

პროდუქტების დაფასოების პროცესი ბაგა - ბაღში, სპეციალისტების რეკომენდაციების და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა.

144 ბავშვს დაურიგდა 22 დასახელების პროდუქტი თანხით 9192 ლარი.

აქედან ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღი - 132 ბავშვი, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღი - 6 ბავშვი, სოფელ ღების სასკოლო მზაობის ჯგუფი - 2 ბავშვი, სოფელ უწერის სასკოლო მზაობის ჯგუფი - 2 ბავშვი და სოფელ პიპილეთის სასკოლო მზაობის ჯგუფი - 2 ბავშვი.

დეკემბრის თვეში, დაგეგმილია სოციალური აქციის მეექვსე ეტაპი.

ბავშვები, ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა!

მსგავსი პოსტები