აბაშის კოვიდკლინიკას ესაჭიროება სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი

აბაშის კოვიდკლინიკას ესაჭიროება სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი

  • 2020-11-30 17:20:57

აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში „ევექსის“ ჰოსპიტალის ბაზაზე კოვიდკლინიკა გაიხსნება.

საავადმყოფო, რომელიც 28 საწოლზეა გათვლილი, სპეციალური ტექნიკით აღიჭურვა. უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატები. აქ ყველა პირობა იქნება შექმნილი პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურებისათვის.

კოვიდპაციენტების გაზრდილი მომართვიანობის გამო აბაშის კოვიდკლინიკას ესაჭიროება ექიმები, მედდები, მედდის დამხმარეები (სანიტარი), სხვა სამედიცინო თუ ტექნიკური პერსონალი, რომელთაც რა თქმა უნდა ექნებათ შესაბამისი მაღალი ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საავადმყოფოს ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: აბაშა, თავისუფლების ქუჩა N141 ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599456182

მსგავსი პოსტები