თიანეთის მუნიციპალიტეტის განცხადება COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის განცხადება COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირების შესახებ

  • 2020-12-03 11:24:44

თიანეთის მუნიციპალიტეტი COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID 19-ზე ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის მასობრივი დიაგნოსტირება იწყება.

ტესტირება ჩატარდება ააიპ “თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ გამსვლელი ბრიგადების მიერ და მოიცავს მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს.

დიაგნოსტირება დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 14:00 საათამდე, შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

4 დეკემბერი- დაბა სიონის საჯარო სკოლა; ნაქალაქრის ამბულატორია

7 დეკემბერი- დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა; დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა; თიანეთის კულტურის ცენტრი

8 დეკემბერი- თიანეთის მთავარი ბიბლიოთეკა; თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;​მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო "მადლი"

9 დეკემბერი- ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება; თიანეთის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი; თიანეთის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი; ჟებოტის მრავალფუნქციური შენობა

11 დეკემბერი-ტუშურების ადმინისტრაციული შენობა; ზარიძეების ადმინისტრაციული შენობა. 

აღნიშნული მომსახურება უფასოა და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მისთვის ხელსაყრელი დროისა და ადგილის შესაბამისად.

ტესტირების მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ეტაპობრივად'',- ნათქვამია განცხადებაში.  

მსგავსი პოსტები