ფოთის  საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2020-12-03 16:28:48

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტარდება კვების ბლოკების, სველი წერტილების რეაბილიტაცია, გათბობის სისტემების მონტაჟი და სხვა სარემონტო სამუშაოები.

გადახურვის სამუშაოები ხორციელდება მე-6 და მე-12 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

აღნიშნულ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 451 ათასი ლარი იხარჯება.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი გაეცნენ.

მსგავსი პოსტები