სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

  • 2020-12-03 16:50:15

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გამართა.
სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ანგარიში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ; რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდში წარსადგენი 2021 წლის პროექტების ნუსხა პრიორიტეტების მიხედვით; მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მერიის სოციალურ სამსახურებში, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად კადრების გადამზადების საკითხი. სხდომაზე, სახელმწიფო რწმუნებულის მიერ რეკომენდაციები მიეცათ მერებს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

​ ​

მსგავსი პოსტები