საირმის ბუნებრივ სვეტებამდე მისასვლელი ბილიკები ეწყობა

საირმის ბუნებრივ სვეტებამდე მისასვლელი ბილიკები ეწყობა

  • 2020-12-03 16:54:37

დღეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მაქარაშვილთან ერთად ლეჩხუმში, საირმის ბუნებრივ სვეტებამდე მისასვლელი ბილიკებისა და მოედნის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე , მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
დაახლოებით 800მ-ის სიგრძის ბილიკი და მოედანი ქვაფენილის ზედაპირით მოპირკეთდება, მზის სისტემაზე მომუშავე განათებებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.
აღნიშნული ტურისტული ლოკაცია უკვე ლეჩხუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული,რაც,აღნიშნული პროექტის განხორციელებით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისათვის.
ინტერმუნიციპალური პროექტი, რომლის ბიუჯეტი 293 999 ლარია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,
2020 - 2022 წწ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი პოსტები