შმ პირთა ხელშეწყობისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური პროგრამა ხორციელდება

შმ პირთა ხელშეწყობისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური პროგრამა ხორციელდება

  • 2020-12-03 12:58:04

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. შშმ პირთა ხელშეწყობისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური პროგრამა ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 18-წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე/ოჯახზე, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.
ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის ოჯახზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ზედა და ქვედა კიდურებს და საჭიროებს მომვლელს. ასევე ვერ ახერხებს გადაადგილებას ან ამპუტირებული აქვს ქვედა ან ზედა კიდურები და ამავე დროს არის უსინათლო (პრაქტიკული სიბრმავე).
ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს და ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.
ასევე ყოველთვიური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე არის უსინათლო და აქვს ორივე თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე და საჭიროებს მომვლელს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მსგავსი პოსტები