გაეროს ბავშვთა ფონდმა ქედის საბვშვო ბაღებს ჰიგიენური საშუალებები გადასცა

გაეროს ბავშვთა ფონდმა ქედის საბვშვო ბაღებს ჰიგიენური საშუალებები გადასცა

  • 2020-12-04 13:07:30

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობამ აჭარაში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგა. აღნიშნულ პროდუქციას აჭარის განათლების სამინისტრო  საბავშვო ბაღებში ხვალ გადაანაწილებს. 

უნისეფის წარმომადგენლობას დღეს უწყებაში უმასპინძლეს. სადაც მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა ბათუმის მერიაშიც იმყოფებოდა, სადაც მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით,  ბათუმი  „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. პროექტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, პარკებისა და სპორტული მოედნების მშენებლობასა და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები