ბათუმის 33-ვე საბავშვო ბაღს გაეროს ბავშვთა ფონდმა სადეზინფექციო საშუალებები გადასცა

ბათუმის 33-ვე საბავშვო ბაღს გაეროს ბავშვთა ფონდმა სადეზინფექციო საშუალებები გადასცა

  • 2020-12-04 20:28:45

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში არსებულ 33 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სანიტარიულ-ჰიგიენური საჭიროებებისთვის განკუთვნილი ყველა სადეზინფექციო საშუალება გადაეცა.
ასევე, დაურიგდათ კლინიკური თერმომეტრები, ბავშვების ასაკობრივ განვითარებაზე მორგებული საინფორმაციო შინაარსის პოსტერები და სტიკერები.
სადეზინფექციო საშუალებებით საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF Georgia) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები