ქალაქ ჯვარში 10 ქუჩის გარეგანათებების სრული რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ ჯვარში 10 ქუჩის გარეგანათებების სრული რეაბილიტაცია იწყება

  • 2020-12-05 12:24:24

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში 10 ქუჩის (საჯაიას, ჭავჭავაძის, კოსტავას, რუსთაველის, ლემონჯავას, სარალიძის, გაბუნიას,ჯიქიას,სოხუმისა და ქანთარიას) გარეგანათებების სრული რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ქსელმშენი"ასრულებს. სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია , მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია შეხვდნენ. 

მსგავსი პოსტები