თელავში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2020-09-16 18:58:52

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.  სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი გაეცნო. 

„ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტის დამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობს. უახლოეს დღეებში კი მოხდება ქუჩების სადეზინფექციო საშუალებით მორეცხვა”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მისივე თქმით,  სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით თელავის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირეცხება.

მსგავსი პოსტები