სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

  • 2020-12-05 19:54:20

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პერიოდულად, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს შპს “ამბროლაურის სერვის ცენტრი” ასრულებს.
“საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. სოფლების ნაწილი უკვე სარგებლობს კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებით. ამის  პარალელურად მუნიციპალიტეტი ახორციელებს სასოფლო გზების მოვლა-შენახვის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის”, განაცხადა ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ.

მსგავსი პოსტები