შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო

  • 2020-12-08 20:44:08

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ინტენსიური მუშაობის შედეგად ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო 10 000 კუბ.მ. ბეტონი. საერთო ჯამში 30 კილომეტრ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ცემენტო-ბეტონის საფარი.

მსგავსი პოსტები