ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით

ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით

  • 2020-10-21 12:42:56

მოქალაქეების მაღალი იტერესიდან გამომდინარე, საგარეჯოს მერია  მუნიციპალიტეტში არსებულ  ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

,,დღეისათვის, მუნიციპალიტეტში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 4 შემთხვევა. აქედან, 1 გახლავთ ქალაქი საგარეჯო და დანარჩენი 3 - სოფელი ბადიაური.

ინფიცირებულებთან ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მოქალაქეები იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათ კონტროლს ახორციელებს ადგილობრივი ჯანდაცვა, პოლიცია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის ჯგუფი. ჯერ-ჯერობით დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

ძვირფასო მოქალაქეებო, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ!

გთხოვთ, თავი აარიდოთ თავშეყრის ადგილებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია''- აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

 

მსგავსი პოსტები