საგარეჯოს მულიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის მიმართვა

საგარეჯოს მულიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის მიმართვა

  • 2020-09-14 12:49:14

გიორგი ერბოწონაშვილი:  მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და სიფხიზლე! მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს, დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვატაროთ პირბადეები. თუ-კი გავითვალისწინებთ და ზედმიწევნით დავიცავთ ჯანდაცვის რეკომენდაციებს, თავიდან ავირიდებთ შემთხვევათა მატებას.

აქვე, მინდა განვაცხადო, რომ ხვალ, 15 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განახლდება. შრომის ინსპექტირების მიერ ჩატარდა მონიტორინგი და მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას.

მერიაში შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურთან და მოსახლეობის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით ვაცხადებ, რომ დღეის მონაცემით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

ჯერ-ჯერობით კვლავ ვინარჩუნებთ მწვანე ზონის სტატუსს. თუ-კი დავემორჩილებით და გავითვალისეინებთ ყველა რეკომენდაციას, მოცემულობა არ შეგვეცვლება.

საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივიღეთ შესაბამისი ზომები და ოთხშაბათიდან, მასშტაბურად დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უპირველესია და ყველა რესურსს და ძალისხმევას გამოვიყენებთ, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელების საფრთხე.

დღეიდან, საქალაქთაშორისო და მუნიციპალურ ტრანსპორტს რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფრთხილისა და თავდაცვისაკენ

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობა მოქალაქეობრივ მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და დაემორჩილება ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და მითითებებსგამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია.

 

მსგავსი პოსტები