ქედის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებს ჟანგბადის აპარატები გადაეცა

ქედის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებს ჟანგბადის აპარატები გადაეცა

  • 2020-12-09 20:46:55

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, დღეს ქედაში სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და მუნიციპალიტეტის ცხრავე ამბულატორიას ჟანგბადის აპარატები გადასცა.

კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები. შესაბამისად, მინისტრმა მათი საჭიროებები და მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრას, ასევე ქედის მერი, ლევან გორგილაძე ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები