სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა" წელს, პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა

სახალხო დღესასწაული ,,ქედელობა" წელს, პანდემიასთან ბრძოლას მიეძღვნა

  • 2020-12-09 12:49:43

ღონისძიების ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით გადანაწილდა და მრავალშვილიან 62 ოჯახს, სურსათის პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

ტკბილეული და საჩუქრები მიიღეს ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 68 ხანდაზმულმა.

ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანისთვის ადამიანმა", სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერად, ტრადიციულად საქველმოქმედო აქცია გამართა.

საჩუქრების დარიგების პროცესში ,,სიკეთის პანდემიის მოხალისეები" იყვნენ ჩართულები.

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, უახლოეს დღეებში გააგრძელებს მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათე კალათების გადაცემას.

მსგავსი პოსტები